ვინ ვართ ჩვენ

წარსულში კომპანია NGT Group-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულება, FABRA, 2019 წლის მაისიდან წარმოადგენს NGT Group-ის შვილობილ კომპანიას.

თავად კომპანია NGT Group ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს სთავაზობს შესაბამის სექტორში საჭირო ინდუსტრიულ გადაწვეტილებებს. დღესდღეობით ჩვენი კლიენტები არიან ორგანიზაციები როგორც საბანკო, საწარმოო, საცალო ვაჭრობისა და სამედიცინო სფეროდან, ისე სახელმწიფო სექტორიდან.

FABRA მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა და პროდუქტებს, როგორებიცაა: ფულის მთვლელები,მასორტირებლები, სიყალბის დეტექტორები, დისკრიმინატორები და შემფუთავები; ბიზნეს ტიპის სეიფები, შრედერები და ბიზნესისთვის საჭირო სხვა მოწყობილობები.

მისია და ფასეულობები

ჩვენი მისია არის შევქმნათ ისეთი ადგილობრივი კომპეტენცია, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს და საშუალებას მისცემს მათ, რომ გამოიყენეონ საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტი და მომსახურება.

ყველაზე დიდი ფასეულობა ჩვენი მომხმარებელია, რომლის კმაყოფილებაზეც პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ზრუნავს 24 საათის განმალობაში, კვირაში 7 დღე.

ჩვენი კლიენტები