ინფიცირების რისკი კლინიკებსა და საავადმყოფოებში

ჯანდაცვის სივრცეში შეძენილი ინფექციები (HAIs) მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს პაციენტის ჯანმრთელობისათვის. კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა American Journal of Infection Control-ში, HAI-ის მთავარი მიზეზი საავადმყოფოებისა და კლინიკების არაეფექტური დეზინფექცია დასახელდა.
შესაბამისად მივიღეთ საგანგაშო სტატისტიკა:
  • საავადმყოფოების ხელით დასუფთავება და ქიმიური დეზინფექცია არსებული სივრცის 50%-ზე ნაკლებს უმკლავდება სრულყოფილად.
  • HAI-ს ყოველწლიურად ჰოსპიტალში გატარებულ 16 მილიონი დღეს ითვალისწინებს.
  • ამ ინფექციებით ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება.
  • ევროპის მასშტაბით წელიწადში 37000 ადამიანი სწორედ ასეთი ინფექციებისგან იღუპება.
  • HAIs პრევენციული ღონისძიებების ხარჯები ევროპის მასშტაბით წელიწადში £5,5-7 მილიარდს შეადგენს.

სისტემა SteriPro – COVID19-თან გამკლავების საუკეთესო გზა ულტრაიისფერი გამოსხივების დახმარებით

SteriPro-ს პრევენციის მიზნით გამოყენებას შეუძლია ინფექციების მაჩვენებლის 30% ან მეტით შემცირება. სისტემა ავტომატურად ადგენს სივრცის ზომას, რაც სრულად გამორიცხავს ადამიანური ფაქტორით დაშვებული შეცდომების შანსს. ეს კი SteriPro-ს ინტეგრაციით შეძენილი უპირატესობებისა და სარგებლის არასრული სიაა:
  • შესაძლებლობა გეძლევათ გაანადგუროთ პათოგენების 99%.
  • სადეზინფექციო ციკლი გრძელდება სულ რაღაც 5-15 წუთი.
  • სისტემა მარტივად ინტეგრირდება უკვე არსებულ სადეზინფექციო პროცესებში.
  • სისტემის მართვა შესაძლებელია ტაბლეტი/სმარტფონის აპლიკაციით.
HAI-სთან ბრძოლისთვის ყველაზე მეტად გამართლებული მიდგომაა დეზინფექციის ჩატარება ულტრაიისფერი-C გამოსხივების (UV-C ) დახმარებით. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ HAIs მაჩვენებელი UV-C(ულტრაიისფერი) გამოყენების შემდეგ მკვეთრად შემცირდა – 34.2%. შესაბამისად დადგინდა სერვისის ეფექტური მოდელი, რომელიც სივრცის მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფს და ინარჩუნებს უსაფრთხო და დეზინფიცირებულ გარემოს. აღსანიშნავია, რომ SteriPro-ს გამოყენება ძალიან ეფექტურია COVID19-ის წინააღმდეგ.
SteriPro გახლავთ მობილური სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერ სასურველ ფიზიკურ ლოკაციაზე იქნება ეს საოპერაციო სივრცე, რეანიმაცია, პალატები, თუ სასწრაფო დახმარების მანქანა. სისტემით სარგებლობა ხორციელდება აპლიკაციის საშუალებით, რომლის გამოყენებაც შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ ოპერატორს.

აღნიშნული სისტემის გამოყენება საგრძნობლად ამცირებს დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში.